გაეროში შეერთებული შტატების ყოფილმა წარმომადგენელმა მემუარები გამოაქვეყნა, სადაც თეთრი სახლის ორ მაღალჩინოსანს ტრამპის წინააღმდეგ მუშაობაში ადანაშაულებს.
ნიკი ჰეილი საკუთარ მემუარებში წერს, რომ ყოფილი სახელმწიფო მდივანი და ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი სთავაზობდნენ ქვეყნის გადასარჩენად ერთად ემოქმედათ.
ჰეილის თქმით, რექს ტილერსონი და ჯონ კელი არწმუნებდნენ, რომ პრეზიენტმა არ იცოდა რას აკეთებდა და უკონტროლო იყო, რასაც შეიძლებოდა მსხვერპლი მოჰყოლოდა. მემუარების გამოქვეყნებას დონალდ ტრამპი გამოეხმაურა. მან ნიკი ჰეილის წარმატება უსურვა.