logo
ENG



ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე

28 იან 202220:48
3 წუთის საკითხავი
 

ნაქირავებ ავტომობილში, რომლითაც აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დღეს გადაადგილდებოდნენ რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელი, ტანსაცმელი და საკვები აღმოაჩინეს. ამის შესახებ სასამართლო პროცესზე ავტომობილის მფლობელმა ისაუბრა, რომელიც მანქანის დათვალიერებას და ექსპერტიზას ტავად ადევნებდა თვალყურს. ავტომობილის მფლობელის გარდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ის პირებიც გამოიკითხნენ, რომლებმაც მანქანა უშუალოდ მიაქირავეს გიორგი კავილაძეს. მოწმემ დაადასტურა, რომ მისგან ავტომობილი სწორედ გიორგი კავილაძემ იქირავა.


close დახურვა