logo
ENG



ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინასთან

02 ივნ 202312:20
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/02/am4l0an5bjlg5bk.jpg

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ ოფიციალური ერევანი უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირე არ არის. ეს განცხადება ფაშინიანმა CNN Prima News-სთან ინტერვიუში გააკეთა.

როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, მაშინ როდესაც დასავლეთში მიიჩნევენ, რომ სომხეთი რუსეთის მოკავშირეა, თავად რუსეთი სხვა აზრზეა.

ფაშინიანის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ოფიციალური ერევანი "არავის მოკავშირე არ არის ამ სიტუაციაში და შესაბამისად დაუცველია".

"ამის შესახებ ხმამაღლად არასდროს თქმულა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს ჩანს: უკრაინასთან ომში ჩვენ რუსეთის მოკავშირე არ ვართ. და ჩვენი ემოცია ამ ომთან, ამ კომპლექტთან დაკავშირებით - შეშფოთებაა, რადგან ეს ყველაფერი უშუალოდ მოქმედებს ჩვენს ყველას ურთიერთობებზე.

არის განცდა, რომ ლავირების საშუალება არსებობს, თუმცა რაც უფრო რთულდება სიტუაცია, მით უფრო მცირდება ლავირების საშუალება. ჩვენ ამას ვაკეთებთ არა იმიტომ, რომ არ გვაქვს საკუთარი აზრი ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ სამწუხაროდ, ძალიან ბევრი [პირადი] საფიქრალი გვაქვს, რაც არ გვაძლევს საშუალებას სხვა არსებულ პრობლემებში ჩავერთოთ", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.


close დახურვა