logo
ENG



ნიკოლ ფაშინიანის ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა

25 მაი 202416:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/25/odzz43sb17o8bhv.png

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ვერტმფრენი ქალაქ ვანაძორში ავარიულად დაეშვა. ავარიული დაშვების მიზეზი უამინდობა გახდა.

შესაბამისი განცხადება თავად ფაშინიანმა, საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა. სომხეთის პრემიერმა დაწერა, რომ ყველაფერი კარგად არის და გზას ავტომობილით განაგრძობს.

"ჩემო ძვირფასებო, ყველაფერი კარგადაა. ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო ჩვენი ვერტმფრენი დაუგეგმავად დაეშვა ვანაძორში. მოგზაურობას მანქანით ვაგრძელებთ. ყველას კარგ დღეს გისურვებთ", - წერს ნიკოლ ფაშინიანი.


close დახურვა