logo
ENG



ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის საწყის ეტაპზე დამარცხდა

02 სექ 202013:26
3 წუთის საკითხავი
 
ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის საწყის ეტაპზე დამარცხდა

28 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ნიუ-იორკში მიმდინარე აშშ-ის ღია პირველობის საწყის ეტაპზე დამარცხდა. 

საქართველოს პირველი ჩოგანი US Open-ზე 22-ე ნომრად იყო განთესილი, თუმცა, საწყის შეხვედრაში 31 წლის ავსტრალიელ ჯონ მილმანთან 1:6, 4:6, 4:6 დამარცხდა.

კორონავირუსთან დაკავშირებული პაუზის შემდეგ, ბასილაშვილმა 4 მატჩი ჩაატარა და ყველა ისე წააგო, რომ სეტის მოგებაც კი ვერ შეძლო. ივლისიდან მოყოლებულ პერიოდში ბასილაშვილი ზედიზედ დამარცხდა მიშა ზვერევთან, შტრუფთან, ფელიქს ოჟე ალიასიმთან და ახლა უკვე - მილმანთან.


close დახურვა