ნიკოლოზ ბასილაშვილი, ფრანგი ჩოგბურთელის დამარცხების შემდეგ, შანხაის ტურნირის მერვედფინალშია. შეხვედრა საათსა და 40 წუთს გაგრძელდა.
ქართველის შემდეგი მოწინააღმდეგე კარენო ბუსტასა და დომინიკ ტიმს შორის გამარჯვებული იქნება.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა პეკინის ტურნირის დაცვა ვერ შეძლო და რეიტინგში მე-17-დან 26-ე ადგილზე ჩამოქვეითდა, თუმცა, შანხაიში ორი ეტაპის წარმატებით დაძლევის შემდეგ ახლა ის 24-ე ადგილზეა.