ნიკოლოზ ბასილაშვილის მოედანზე დაბრუნების თარიღი გადაიდო. ვაშინგტონში გასამართი ტურნირი, სადაც პანდემიის შემდეგ ქართველ ჩოგბურთელს პირველად უნდა ეასპარეზა, გაუქმდა. გათამაშებაში მონაწილეობა ATP-ის რეიტინგის საუკეთესო ათეულის 3 წარმომადგენელს უნდა მიეღო: ტურნირზე თამაშს დანილ მედვედევი, სტეფანოს ციციპასი და დავიდ გოფენი აპირებდნენ. ვაშინგტონის პირველობა 14 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო. შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოში ვარჯიშობდა და სათამაშო ფორმაც დაიბრუნა, ახლა კი სავარჯიშო პროცესს აშშ-ში აგრძელებს. ჯერჯერობით გაურკვეველია რა ბედი ელის აგვისტოში გასამართ სხვა ტურნირებს.
ნიკოლოზ ბასილაშვილის მოედანზე დაბრუნების თარიღი გადაიდო
23 ივლ 202015:48
3 წუთის საკითხავი