კიდევ ერთი დავა ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ. ამჯერად სავარაუდო გარიგებული თამაშის საქმეზე ბიზნესმენ ირაკლი კაჭარავას კითხავენ. ის ჩოგბურთელის სპონსორი იყო და თავადაც ედავება სპორტსმენს, მაგრამ ახლა საქმე 2016 წლის თამაშს უკავშირდება. რაზეც გასულ თვეს უცხოური გავლენიანი გამოცემები წერდნენ. გამოკითხვას ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლები აწარმოებენ.
ნიკოლოზ ბასილაშვილის სავარაუდო გარიგებული თამაშების საქმე
22 თებ 202213:18
3 წუთის საკითხავი