კიდევ ერთი რეზონანსული პროცესი დასრულდა ცოტა ხნის წინ. 5 საათის განმავლობაში საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას უსმენდნენ. საქართველოს პირველი ჩოგანი პროცესს დაესწრო. წინა სხდომის მსგავსად, სპორტსმენს ყოფილ ცოლთან კომუნიკაცია სასამართლოს შენობაში და მედიის წინ არ ჰქონია. ბასილაშვილი ამბობს, რომ თავის სათქმელს განაჩენის შემდეგ იტყვის.
ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი
11 ოქტ 202220:28
3 წუთის საკითხავი