ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის საერთაშორისო ტურნირში ჩაერთო. პირველი წრის შეხვედრაში ქართველი სპორტსმენი ლიეტუველ რიკარდას ბერანკისს შეხვდა და მეტოქე ორ სეტში დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა.
მერვედფინალში ბასილაშვილის მეტოქე გერმანელი, შტრუფი იქნება, რომელმაც ესპანელი ბაუტისტა აგუტის დამარცხება შეძლო. მატჩი დღეს თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.
რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილი 26-ე ადგილს იკავებს და დუბაის ტურნირის მოგების შემთხვევაში, ტოპ 20-ეულში დამკვიდრდება. დუბაის ტურინის წინა გათამაშებაში ქართველი ჩოგბურთელი მეოთხედფინალში გავიდა და 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.