ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღო. ბასილაშვილმა მოლდოველი რადუ ალბოტი 3 სეტში დაამარცხა. ბასილაშვილისა და ალბოტის დაპირისპირება 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მომდევნო ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელის მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.