logo
ENG



ნინია კაკაბაძე გაათავისუფლეს

04 ნოე 202500:39
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/04/scbwgbtnvjt5q1n.png

ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე გაათავისუფლეს.

ინფორმაციას ამის შესახებ "მედიაჩეკერი" ადასტურებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლო პოლიციის მიერ მის მიმართ შედგენილი ოქმის შესახებ ხვალ იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე რამდენიმე საათის წინ, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის საბაბით დააკავეს.

"მედიაჩეკერმა" მასთან დაკავშირებით ასევე დაწერა, რომ იგი რუსთაველის გამზირზე პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა და ეკეთა სამსახურებრივი პრესბარათიც.


close დახურვა