logo
ENG



ნინო გოგუაძე: სრულიად უცხო ადამიანებს ვუტოვებთ პარტიას, არ ვაპირებთ მათთან ბრძოლას

20 აგვ 202011:28
3 წუთის საკითხავი
 
z5c94xpdk2ho8xc.jpg

თავისუფალი დემოკრატების უკვე ყოფილი ლიდერი, ნინო გოგუაძე განმარტავს, რომ პარტიის დატოვება იქ არსებულმა "არაჯანსაღმა" სიტუაციამ გამოიწვია და აღარ აპირებენ ამ პარტიით არჩევნებში ბრძოლას. ფორმულასთან საუბარში ნინო გოგუაძე პარტიიდან გასვლის მიზეზებს განმარტავს. 

"პარტიაში შეიქმნა ისეთივე არაჯანსაღი სიტუაცია, როგორიც - 2016 წელს. ყველაფერი ძალიან ნათელი იყო. ამ პარტიისთვის ბრძოლას არ ვაპირებთ, რადგან მთავარი მიზანია არჩევნებში მონაწილეობა და ხელისუფლებისთვის ბრძოლა. ვერავინ ვერ ჩაგვითრევს ამ პარტიისთვის ბრძოლაში. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს პარტნიორული დამოკიდებულება ევროპულ საქართველოსთან. ვაპირებთ მათთან ერთად არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენ ვიქნებით უპარტიო პოლიტიკოსები. ახლა მოდაშიც კი არის.

ნამდვილად სამწუხაროა, ეს პარტია ჩვენი დაფუძნებულია და თუ რამე კავშირი აქვს ამ პარტიას თავისუფალი დემოკრატების ღირებულებებთან, რა თქმა უნდა, ეს ვართ მე და შალვა შავგულიძე. სრულიად უცხო ადამიანებს ვუტოვებთ ამ პარტიას, სწორედ იმიტომ, რომ არ ვაპირებთ მათთან ბრძოლას", - ამბობს ნინო გოგუაძე.

შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ და ალექსანდრე ბარამიძემ პარტია თავისუფალი დემოკრატები დღეს, 20 აგვისტოს დატოვეს. ამის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი. შალვა შავგულიძე მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციური პარტიების საერთო კანდიდატია.

 


close დახურვა