logo
ENG



ნინო ლომჯარია ოპოზიციის განცხადებას პასუხობს

03 დეკ 201914:58
3 წუთის საკითხავი
 
iwxgci4ybqlfhyk.jpg

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ოპოზიციის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ გერმანულ მოდელთან დაკავშირებით შემოშავებულ დოკუმენტს ოპმბუდსმენს გადაუგზავნიან. ქვეყნის მთავარი ომბუდსმენი ამბობს, რომ კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში დარეგისტრირდება, ეს არის ერთ-ერთი პირველი საფეხური იმისათვის, რომ უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებში გაიგზავნოს. ამის შემდეგ მას ექნება უფლება, რომ გაიგზავნოს საერთაშორისო ორგანიზაციაში. 

„მაქვს აქტიური კომუნიკაციები ეუთო ოდირთან. პირადად შევხვდი ეუთო ოდირის პრეზიდენტს. ვესაუბრე შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლებს. ისინი ინფორმირებული არიან, რომ სახალხო დამცველი აპირებს აღნიშნული კანონპროექტის გაგზავნას, თუმცა მას აქვს გარკვეული წინაპირობები. ეუთო ოდირი ითხოვს, რომ კანონპროექტი უნდა იყოს ოფიციალურად რეგისტრირებული პარლამენტში და შემდეგ უკვე მე მივმართავ ოდირს მოსაზრების წარმოსადგენად“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია მათ მიერ შემუშავებულ საარჩევნო მოდელს სახალხო დამცველს გადაუგზავნის. განცხადება ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

 


close დახურვა