logo
ENG



ნინო ნიჟარაძე: მომდევნო ორი კვირა იქნება პრობლემური, რადგან მასიურ თავშეყრებს ჰქონდა ადგილი

21 აპრ 202012:14
3 წუთის საკითხავი
 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დღეს აჭარაში ახალი ინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, ქობულეთის კლასტერი მალე დასრულდება და რამდენიმე დღეში გაკეთდება მათ შესახებ კომენტარი.

„ჯერჯერობით სიმშვიდის ფაზაში ვართ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს სიტუაცია შეიძლება შენარჩუნდეს. მომდევნო ორი კვირა იქნება პრობლემური იქიდან გამომდინარე, რომ მასიური თავშეყრის ადგილებს ჰქონდა ადგილი სხვადასხვა რეგიონში“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.


close დახურვა