logo
ENG



ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდა

17 მარ 202016:42
3 წუთის საკითხავი
 
7zejcieq34k1o5h.png

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო ქადაგიძე დაამტკიცა.

ქადაგიძის კანდიდატურას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კენჭისყრის შემდეგ, პლენარულ სხდომათა დარბაზში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა. ამასთან პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ქადაგიძეს თანამდებობაზე დამტკიცება მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. აღსანიშნავია, რომ სხდომაში ოპოზიცია პროტესტის ნიშნად არ მონაწილეობდა.

ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაიკავებს.

შეგახსენებთ, აღნიშნულ თანამდებობაზე თავდაპირველად უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და ყოფილი გენერალური პროკურორი, შალვა თადუმაძე მოიაზრებოდა, თუმცა 10 მარტს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა წარადგინა. ოპოზიცია საბჭოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ქადაგიძე სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. კლანის ინტერესების გამტარებელი იქნება.


close დახურვა