ნინოწმინდაში ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ორი სოფლის მკვიდრს შორის მოხდა. ისინი, სავარაუდოდ, ნათესავები არიან.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უწყებაში ამბობენ, რომ დამნაშავე დაკავებული ჯერ არ არის და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.