ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ განძასთან ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულია 4.
ამ დროისთვის დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. ცნობილია, რომ ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
შსს-ის პრესსამსახურში ფორმულას განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.