logo
ENG

ნიჟარაძე: არ გამიკვირდება გავიგო, რომ მისმენენ

13 დეკ 202015:15
3 წუთის საკითხავი
 
რადიო თავისუფლება

სამართლიანი არჩევნების დირექტორი, ელენე ნიჟარაძე არ გამორიცხავს, მის სატელეფონო ზარებს უსმენდნენ. 

ნიჟარაძე ამბობს, რომ "ძალიან აინტერესებს", საიდან ჰქონდათ ქართული ოცნების წევრებს ორგანიზაციის შიდა ინფორმაცია.

"რომ გავიგო, რომ ჩემს სატელეფონო ზარებს უსმენენ, ნამდვილად არ გამიკვირდება, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ეს თითქმის სტანდარტად იქცა. 

ძალიან სამარცხვინოა, რომ მმართველი პარტია სამართლიანი არჩევნების მონიტორინგის შედეგებს იყენებს და პრაქტიკულად, ცდილობს, მეორე მხარე შეცდომაში შეიყვანოს, ისევე, როგორც შეცდომაში შეიყვანოს ძალიან მაღალი რანგის ელჩები". - ამბობს ISFED-ის ხელმძღვანელი და იქვე აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის მიერ პარალელური დათვლის შედეგების შეცვლა 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებულ პრობლემებს დღის წესრიგიდან არ ხსნის. 

"არ მოხსნილა კითხვის ნიშნები არც მმართველი პარტიის მიმართ, არც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ.".- თქვა მან. 

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების პარალელურ დათვლის შედეგები არჩევნებიდან თვენახევრის შემდეგ ქართული ოცნების სასარგებლოდ შეიცვალა. 

სამართლიანმა არჩევნებმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია 11 დეკემბერს გამოაქვეყნა. განახლებული მონაცემების თანახმად, ქართულ ოცნებას 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8%-ს შეადგენდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამებულ საბოლოო შედეგებით კი ქართულმა ოცნებამ ამომრჩეველთა ხმების 48,22% მიიღო.  

ISFED-ის მიერ PVT დათვლის შეცვლილი შედეგების გამოქვეყნებამდე ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებზე (ISFED) ხელისუფლება ახდენს ზეწოლას, რომ მათ პარალელური დათვლის შედეგებს გადახედონ და ის ქართული ოცნების სასარგებლოდ შეცვალონ.

ამ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაადასტურა, თუმცა, მისი მტკიცებით, შეხვედრაზე, "2-3 კვირის წინ შედგა", მმართველი გუნდის წარმომადგენლები პარალელური დათვლის მეთოდოლოგიით დაინტერესდნენ. 

12 დეკემბერს, ტვ პირველის ეთერში ISFED-ის თავმჯდომარემ, ელენე ნიჟარაძემ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ქართულმა ოცნებამ ორგანიზაციის შეცდომის შესახებ ინფორმაცია ფარული მიყურადებით მიიღო. მისივე თქმით, მმართველი გუნდი PVT-ის შედეგებით მანიპულირებს, ვინაიდან 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პრობლემა ე.წ კარუსელები და დისბალანსია, რომელიც უბნების 8%-ში გამოვლინდა. 

სამართლიანი არჩევნების 1-ლ ნოემბერს გაკეთებული განცხადების მიხედვით, უბნების 8%-ში გამოვლენილი დისბალანსის შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%.

საქმე ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების მიერ არჩევნების შედეგების პარალელურ დათვლას ეხება, რომელიც არჩევნებიდან თვენახევრის შემდეგ ქართული ოცნების სასარგებლოდ შეიცვალა. 

close დახურვა