logo
ENG



ნიუ-იორკ თაიმსი: საქართველო სეპარატისტების მიერ დაკავებული ექიმის განთავისუფლებას ითხოვს

18 ნოე 201908:34
3 წუთის საკითხავი
 
6hs2c38y2nez96p.png

საქართველო სეპარატისტების მიერ დაკავებული ექიმის განთავისუფლებას ითხოვს-სტატიას ამ სათაურით "ნიუ-იორკ თაიმსი''  აქვეყნებს. პუბლიკაციაში წერია დაკავებული ექიმის დაუყოვნებლივ განთავისუფლების იმ მოთხოვნების შესახებ, რომლებიც უკევე გაავრცელა "ქართულმა მხარემ" და შეერთებულმა შტატებმა
პუბლიკაციის ავტორი  წერს, რომ 2008 წლის შემდეგ სამხრეთ ოსეთის რეგიონს რუსეთი აკონტროლებს და იქ სამხედრო შენაერთებიც განალაგა.  

"ადგილობრივი სოფლების  მოსახლეობას ხშირად აკავებენ  მსგავსი ბრალდებით, მაგრამ ექიმი ბევრად შესამჩნევი ფიგურა იყო. ექიმის  კოლეგებმა განაცხადეს, რომ ის პაციენტთან მისვლას ცდილობდა'',-წერია პუბლიკაციაში. საოკუპაციო რეჟიმის მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ პუბლიკაციაებს "როიტერსი", "ევრონიუსი" და სხვა დასავლური მედი-საშუალებები ავრცელებენ.

 


close დახურვა