ნიუ-იორკის გუბერნატორმა ყოველდღიური ბრიფინგის დროს კოვიდ 19-ზე ტესტი ჩაიტარა. რის შემდეგაც ენდრიუ კუომომ განაცხადა, რომ ტესტი „სწრაფი" და „იოლია". პასუხი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
შეერთენულ შტატებში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი ნიუ-იორკია. ქვეყანაში, კოვიდ 19-ისგან გარდაცვლილი 90 ათასი ადამიანიდან დაახლოებით ერთი მესამედი ნიუ-იორკშია დადასტურებული. გასული 24 საათის განმავლობაში ამერიკის შეერთბულ შტატებში 865 ადამიანი კოვიდ 19-ით გარდაიცვალა. გამოვლინდა დაინფიცირების 20 ათასამდე ახალი შემთხვევა.