logo
ENG



ნიუ-იორკის მერი პოლიციის დაფინანსების შემცირებას გეგმავს

08 ივნ 202010:15
3 წუთის საკითხავი
 

ნიუ-იორკის მერმა პოლიციის რეფორმირება დააანონსა. ბილ დე ბლასიო უწყებისთვის დაფინანსების შემცირებას გეგმავს.

ქალაქის მერის გადაწყვეტილება ჯორჯ ფლოიდის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების ტალღას უკავშირდება. ამ დროისთვის უცნობია რამდენით შემცირდება ნიუ-იორკის პოლიციის ბიუჯეტი, თუმცა ცნობილია, რომ თანხა სოციალურ და ახალგაზრდულ პროექტებს გადანაწილდება.

ნიუ-იორკის პოლიცია ბიუჯეტიდან წელიწადში ექვსი მილიარდით ფინანსდება. დემონსტრანტები ძალადობის შეწყვეტის გარდა სამართალდამცავი უწყებისთვის დაფინანსების შემცირებასაც ითხოვდნენ. ნიუ-იორკში ვითარების დასტაბილურების ფონზე კომენდანტის საათიც გაუქმდა. 


close დახურვა