logo
ENG



ნიუ-იორკის მეტროში სროლა იყო - დაშავებულია სულ მცირე 13 ადამიანი

12 აპრ 202218:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/12/zlzqe4513cumvla.jpeg

ნიუ-იორკის მეტროში სროლა იყო. სულ მცირე დაშავებულია 13 ადამიანი.

მედიასაშუალებების ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 08:30 საათზე, როდესაც მეტროში პიკის საათია, 36-ე ქუჩის მეტროსადგურზე სროლის ხმა გაისმა. ადგილზე ასაფეთქებელი მოწყობილობებიც აღმოაჩინეს, რომელიც არ აფეთქებულა.

სავარაუდო მსროლელი ჯერ არ დაუკავებიათ. როგორც ამბობენ, მას ნარინჯისფერი სამშენებლო ჟილეტი ეცვა და სავარაუდოდ ადგილიდან მიიმალა. სროლის მოტივი უცნობია.

ნიუ-იორკის მერის წარმომადგენელმა ერიკ ადამსმა, მოქალაქეებს მოუწოდა, რომ უსაფრთხოების მიზნით აღნიშნული რაიონისგან თავი შორს დაიკავონ.


close დახურვა