logo
ENG



ნიუ-იორკის მოდის კვირეული მაიკლ კორსის ჩვენებით გაგრძელდა

13 თებ 202013:46
3 წუთის საკითხავი
 
cqxd8cztoepwz6z.jpg

ნიუ-იორკის მოდის კვირეული მაიკლ კორსის ჩვენებით გაგრძელდა. კვირეულის ფარგლებში საკუთარი კოლექცია დიზაინერმა უკვე მეორმოცედ წარმოადგინა.

2020 წლის შემოდგომა-ზამთრის მთავარი თემა სოფელი გახდა. კორსის განმარტებით, ქალაქის დაძაბული რიტმის გამო სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება სურვილი, ქალაქგარეთ გადავიდეს საცხოვრებლად, მისი კოლექცია კი მცდელობაა სიმშვიდე ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოიტანოს.

წლევანდელი ნამუშევრებისთვის კორსმა ნარინჯისფერი, ყავისფერი, შავი და თეთრი ფერები გამოიყენა. 


close დახურვა