მილიარდერი და ნიუ-იორკის ყოფილი მერი შეერთებული შტატების 2020 წლის საპრეზიდენტო მარათონში ოფიციალურად ჩაერთო. ამის შესახებ მაიკლ ბლუმბერგმა სოციალურ ქსელში განაცხადა. 77 წლის ბიზნესმენმა განმარტა, რომ გადაწყვეტილების მიზეზი დონალდ ტრამპის დამარცხება და ამერიკის ხელახლა შენება გახდა. ბლუმბერგი მიიჩნევს, რომ „დემოკრატიული პარტიის" დანარჩენი 17 კანდიდატიდან ვერც ერთი დონალდ ტრამპს ვერ დაამარცხებს. ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო მარათონში ჩართვასთან დაკავშირებით ბლუმბერგმა ფედერალურ საარჩევნო კომისიას რამდენიმე დღის წინ მიმართა.