logo
ENG



ნიუ-იორკში, მდინარე ჰადსონში ვერტმფრენი ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი 6-ივე ადამიანი დაიღუპა

11 აპრ 202502:24
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/11/8mkijmvu4go6uwb.jpg

ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მდინარე ჰუდსონში ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 6-ივე ადამიანი დაიღუპა.

ვერტმფრენში პილოტი, ორი ზრდასრული და სამი ბავშვი იმყოფებოდა.

ოფიციალური პირების თქმით, ბორტზე მყოფი პირები ამერიკის შეერთბულ შტატებში ესპანეთიდან ჩამოსული ოჯახი იყო, რომლებიც აშშ-ში ტურისტული ვიზიტით მიემზავრებოდნენ.

ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკომუნიკაციო ჯგუფის განცხადებით, ნიუ-იორკის ესპანეთის საკონსულო ეკონტაქტება ხელისუფლებას, რათა შეაგროვოს და დაადასტუროს ინფორმაცია ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ადამიანების ვინაობა.

Bell 206 ვერტმფრენი დღეს მეექვსე რეისს ასრულებდა. წყაროების ცნობით, ჩამოვარდნილი ვერტმფრენი ჰადსონის მდინარეში, ნიუ-ჯერსის მხარეს ამოტრიალებულ მდგომარეობაში იპოვეს.


close დახურვა