ნიუ-ორკში წყალდიდობაა, რის გამოც ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
დატბორილია სახლები, სარდაფები, მეტროები, ქუჩები და მაგისტრალები. ქალაქის მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო, გაჩერებულია მეტროს მოძრაობაც. ასევე, დაიხურა LaGuardia-ს საერთაშორისო აეროპორტი.
"ძალიან საშიში მდგომარეობაა და ის არ დასრულებულა. თუ სახლში ხართ, დარჩით სახლში", - ამბობს ნიუ-იორკის მერი, ერიკ ადამსი.
განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ბრუკლინში. დაიტბორა 150-მდე სკოლა, ერთ-ერთ მათგანში კი ევაკუაცია გახდა საჭირო.
Major flooding in Brooklyn today. It’s crazy out here. Everyone stay home and be safe. #brooklynflooding pic.twitter.com/LGKK9BTwSV
— shaone (@shaonedon) September 29, 2023