logo
ENG



ნიქოზიის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

27 ნოე 201908:44
3 წუთის საკითხავი
 
p3dyq4w0np3lkqr.png

ნიქოზიის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ ბრალდებულს საბოლოო განაჩენი გასული წლის ნოემბერში ჩადენილი მკვლელობისთვის გამოუტანა.

როგორც ბერძნული მედია წერს, 40 წლის ქართველმა 56 წლის ქალი საკუთარ ავტომობილში ცივი იარაღით მოკლა, რის შემდეგაც მსხვერპლს ფული მოჰპარა. თავდაპირველად ბრალდებულმა მომხდარში მონაწილეობა უარო, თუმცა მალევე დანაშაული აღიარა.


close დახურვა