logo
ENG



ნიცას კარნავალის თემა მოდის მეფეები იქნება

05 თებ 202017:31
3 წუთის საკითხავი
 

ნიცაში კარნავალისთვის ემზადებიან.  მსვლელობის მთავარი თემა წელს მოდის მეფეებია. უკვე მოამზადეს 18 გიგანტური ფიგურა, რომლებსაც ყვავილებით გაფორმებული პლატფორმებით ქალაქის ქუჩებში გაატარებენ.

წელს აღლუმის გმირები ცნობილი დიზაინერები და მოდის ვარსკვლავები, მათ შორის კოკო შანელი, კარლ ლაგერფელდი და ჟან-პოლ გოტიე არიან. მსვლელობისთვის მოამზადეს ამერიკული „ვოგის" მთავარი რედაქტორის - ანა ვინტურის ფიგურაც.

კარნავალი ნიცაში 150 წელია იმართება. წელს ის 15-დან 29 თებერვლამდე გაგრძელდება.


close დახურვა