სტოკჰოლმში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატები გამოავლინეს.
მედიცინის დარგში პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი სამი მეცნიერი გახდა. პრემიას უილიამ კელინი, პიტერ რეტკლიფი და გრეგ სემენცე გაინაწილებენ. მათ აღმოაჩინეს, როგორ რეაგირებს ცოცხალი უჯრედები ჟანგბადის დონის ცვლილებზე.
წელს ნობელის კომიტეტი ლიტერატურის დარგში ორ გამარჯვებულს გამოავლენს, რადგან შარშან პრემია არავისთვის გადაუციათ.
მიზეზი შვედეთის მეცნიერებათა აკადემიაში მომხდარი სკანდალი იყო.