logo
ENG



ნობელის კომიტეტმა ლაურეატები ეკონომიკის დარგში გამოავლინეს

14 ოქტ 201917:36
3 წუთის საკითხავი
 
hw1djs6ji7d6dkx.png

ნობელის კომიტეტმა წლის ბოლო გამარჯვებულების ვინაობა დაასახელა.

სტოკჰოლმში ლაურეატები ეკონომიკის დარგში გამოავლინეს. ჯილდოს სამი მეცნიერი გაინაწილებს, რომელთა შორის ერთი ქალია.

ნობელის კომიტეტში აცხადებენ, რომ პრესტიჟული პრემიისთვის სამივე ეკონომისტი სიღარიბის დასაძლევად, ახალი მიდგომების შემუშავებისთვის შეარჩიეს. 

წლევანდელ გამარჯვებულებს ჯილდოებს საზეიმო ვითარებაში დეკემბრის დასაწყისში გადასცემენ.


close დახურვა