ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ირანელმა უფლებადამცველმა ქალმა ნარგეს მოჰამადიმ მიიღო ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლისთვისა და ადამიანის უფლებების და თავისუფლების ხელშეწყობისთვის.
BREAKING NEWS
The Norwegian Nobel Committee has decided to award the 2023 #NobelPeacePrize to Narges Mohammadi for her fight against the oppression of women in Iran and her fight to promote human rights and freedom for all.#NobelPrize pic.twitter.com/2fyzoYkHyf
ამჟამად მოჰამადი ამჟამად პატიმრობაში. ირანის ხელისუფლებამ ის 13-ჯერ დააკავა, ხუთჯერ გაასამართლა და ჯამში მათრახით 154 დარტყმა და 31 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოჰამადიმ პირველი ხანგრძლივი სასჯელი ჯერ კიდევ 2011 წელს მიიღო, როდესაც ფიზიკის სტუდენტი იყო. გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ იგი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ კამპანიას შეუერთდა, რის გამოც 2015 წელს კვლავ დააკავეს.
მოჰამადიმ ციხიდან დაუჭირა მხარი 2022 წლის აქციებს, რომელიც პოლიციის მიერ ახალგაზრდა ქალის მკვლელობამ გამოიწვია.