დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარუდგინეს. ზაზა მურჯიკნელი დანაშაულს არ აღიარებს. მისი ადვოკატის ინფორმაციით, მურჯიკნელი გუგეშაშვილს და მის ოჯახს არ იცნობს, შესაბამისად საქმესთან მის შემხებლობას გამორიცხავს. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით ედავება-განზრახ მკვლელობას, მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას.
ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარუდგინეს
25 იან 202020:37
3 წუთის საკითხავი