93 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და სახალხო ფრონტის თავმჯდომარე, ენათმეცნიერი, ნოდარ ნათაძე.
ნათაძე 1989 წლიდან სახალხო ფრონტის დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე იყო. ის ასევე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრიც იყო. გარდა ამისა, ნოდარ ნათაძე სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერია.