logo
ENG



ნოდარ რუხაძე: ჩვენი მიზანია ივანიშვილის კრემლისტური რეჟიმის დასრულება

14 ნოე 201923:42
3 წუთის საკითხავი
 
opqom37db7czjj5.jpg

სამოქალაქო აქტივისტისა და პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, აქციას აქვს ძალა, დაასრულოს არსებული რეჟიმი.

„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გამთენიისას ვიყოთ ფხიზლად, რომ პოლიციამ არ დაგვშალოს - ეს მათთვის კარგად ნაცნობი ხერხია. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესებში იყო ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ და გავაერთიანეთ ყველა პოლიტიკური პარტია. არჩევანი ორ პარტიას შორის არ უნდა გვქონდეს და ბიძინა ივანიშვილმა დღეს ეს არჩევანი წაგვართვა,მოქალაქეებს უთხრა, მე აღარ მაინტერესებს თქვენ რას ამბობთ. აქციის ორგანიზატორები, აქტივისტები ვრჩებით აქ. ძალიან საინტერესო იქნება მომდევნო დღეებიც - მთელი თვე შეგვიძლია გავატაროთ აქ პარტიების, არასამთავრობოებისა და მედიასაშუალებების მხარდაჭერით. ჩვენ მივაღწევთ შედეგს, მე ამაში დარწმუნებული ვარ. ჩვენი ამოცანა ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილის კრემლისტური რეჟიმი ერთხელ და სამუდამოდ გავუშვათ ამ ქვეყნიდან,“ - აცხადებს ნოდარ რუხაძე.

მისივე განცხადებით, მომიტინგეები და აქტივისტები რჩებიან პარლამენტის წინ და აგრძელებენ პროტესტს.


close დახურვა