logo
ENG



ნოდარ რუხაძე:ისტორიას არ ახსოვს, რომ აქციის დარბევას მუხტის დაგდება გამოეწვიოს

26 ნოე 201907:24
3 წუთის საკითხავი
 
sl47sxhv5ydv74y.png

მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა აქტივისტმა ნოდარ რუხაძემ „ფორმულასთან“ საუბარში განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მოანწილეები არ დაიშლებიან და ბრძოლას ბოლომდე მიიყვანენ.

რუხაძის თქმით, რამდენიმე საათის წინ პოლიციამ ხელებაწეულ ადამიანებს ე.წ. გაწმენდითი სამუშაო ჩაუტარეს. 

„მეორედ დაგვარბიეს უკვე ჩიტაძის ქუჩაზე. ვიდექით ხელეაწეულები და პოლიციამ ე.წ. გაწმენდითი სამუშაოები ჩაუტარა იმ ადამიანებს, რომლებიც მშვიდობიანად იდგნენ ტროტუარზე. ჩვენ არ ვნებდებით, არ ვიშლებით, მსოფლიოს ისტორიას არ ახსოვს, რომ აქციის დარბევას აქციის მუხტის დაგდება გამოეწვიოს. გეგმა ძალაშია და ბრძოლა გრძელდება. ჩვენი დარბევა 33-ჯერ მაინც მოუწევთ, რომ დავნებდეთ. ნერვის აუტოკებლად ვიდექით 100 დღის განმავლობაში და შეგვიძლია გავაგრძელოთ ისევ, როგორც აქამდე“, - განაცხადა რუხაძემ.

პარლამენტის წინ მიმდინარეობს აქცია "ერთად ერთის წინააღმდეგ". აქციის მონაწილეებს ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდათ შემორტყმული პარლამენტისთვის. მათ აგრეთვე პიკეტირებული ჰქონდათ პარლამენტი. რამდენიმე საათის წინ კი სპეცრაზზმა, წყლის ჭავლის დახმარებით, აქცია დაარბია. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ "ფორმულას"  ეთერში განაცხადა, დაკავებულია რამდენიმე პირი. 

Facebook Live: https://www.facebook.com/FormulaNews/?ref=bookmarks  


close დახურვა