logo
ENG



ნოდარ რუხაძის თქმით, მოსამართლემ სხდომიდან გამოაძევა

11 ნოე 202022:26
3 წუთის საკითხავი
clock 385

კითხვის დასმის გამო მოძრაობა სირცხვილიას აქტივისტი ნოდარ რუხაძეს მოსამართლემ სხდომა დაატოვებინა. რუხაძის შეფასებით, მოსამართლე თამარ მეშველიანი ბრალდებულების მიმართ აგრესიულად იქცეოდა. როგორც ნოდარ რუხაძე ამბობს, პოლიციელების მიერ ნივთმტკიცებულებად წარმოდგენილ ვიდეოში არ ჩანს, რომ აქტივისტები სამართალდამცველებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. დღეს სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესი პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.


close დახურვა