პოლიტოლოგი გია ნოდია გადაცემა "პოლიტიკის ფორმულაში" "ედისონ რისერჩის" კვლევას ეხმაურება. როგორც ნოდია აცხადებს, საზოგადოებაში არსებობს რწმენა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, შესაძლებელია ხელისუფლების შეცვლა.
"ისეთი განწყობა შეიქმნა საზოგადოებაში, რომ ამ სისტემით [მაჟორიტარული] „ქართული ოცნება“ მოიგებს, რაც ნიჰილიზმს ბადებს. პროპორციული სისტემა უფრო მეტ ენთუზიაზმს გამოიწვევდა ამომრჩეველთა შორის, იმიტომ რომ, უფრო მოლოდინი იქნებოდა იმისა, რომ ამ არჩევნებით ა - შეიძლებოდა ხელისუფლების შეცვლა, ბ - მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბება. ამ სისტემით, ბარიერიც არის და ბევრი პარტია საერთოდ ვერ მოხვდება პარლამენტში", - განაცხადა ნოდიამ.