ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ნინო ანანიაშვილს კონტრაქტი საბოლოოდ შეუწყვიტა.
როგორც ირკვევა, თეარტმა და ნინო ანანიაშვილმა კონტრაქტის მოქმედების შეწყვეტაზე ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს.
რამდენიმე დღის წინ, როცა თეატრმა ანანიაშვილთან კონტრაქტის შეჩერების შესახებ განცხადება გაავრცელა, მიზეზად ინფორმაციის მედიით წინასწარ გავრცელება დაასახელა. თეატრის ხელმძღვანელობამ ხაზი გაუსვა, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გაცხადება გუნდის წინაშე ოფიციალურ წარდგენამდე "არის უპატივცემულო უღირსობა დასის მხატვრების მიმართ" და განაცხადა, რომ კონტრაქტის გაგრძელების ან საბოლოოდ შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას მასთან მოლაპარაკების შემდეგ მიიღებდნენ.
ნინო ანანიაშვილი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად უნდა დანიშნულიყო. ნინო ანანიაშვილი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად უნდა დანიშნულიყო.
ინფორმაცია, რომ ნინო ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეარტის ხელმძღანელი გახდებოდა, 6 იანვარს გახდა ცნობილი. ანანიაშვილმა ეს რადიო თავისუფლებას უთხრა. მისივე თქმით, პარალელურად რჩებოდა თბილისის ოპერისა და ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელად.
ნინო ანანიაშვილმა და ნოვატ-მა მიიღეს გადაწყვეტილება შეწყვიტონ კონტრაქტის მოქმედება.