logo
ENG



ნოზაძე: მშვიდობიანი აქციები რომ ყოფილიყო, პროპორციულის ჩაგდებას მეც გავაპროტესტებდი

06 დეკ 201911:04
3 წუთის საკითხავი
 
kzdbf9qketdgsqg.jpg

 

უმრავლესობის დეპუტატის სიმონ ნოზაძე ამბობს, რომ კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით ის პროპორციული საარჩევნო სისტემის გასაპროტესტებლად გამართულ აქციას შეუერთდებოდა. ნოზაძის თქმით, ის იმ შემთხვევაში დადგებოდა დემონსტრანტების გვერდით, თუ აქციები მშვიდობიანი იქნებოდა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციები თავიდანვე კანონდარღვევით წარიმართა.

"ჩემი ადგილი, იქ სადაც კანონდარღვევაა, არ იქნებოდა", - განაცხადა სიმონ ნოზაძემ. ამასთან, დეპუტატი კოლეგების მიერ მომზადებულ ინიციატივასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა მიუღებელია.

"რაც შეეხება სრულად მაჟორიტარულს, ეს გაუმართლებლად მიმაჩნია. ამ სისტემის უმთავრესი ნაკლი ის იქნება, რომ არ მოხდება ახალგაზრდა პოლიტიკოსთა აღზრდა, რადგან მაჟორიტარებად ზოგადად ირჩევენ იმ პოლიტიკოსებს, ვისაც გაარკვეული ბექგაუნდი გააჩნია. არამგონია, რომ ბატონი ბიძინა სრულად მაჟორიტარულ არჩევნებს დაუჭერს მხარს", - აღნიშნა ნოზაძემ მმართველი გუნდის ოფისში უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე. 

 

 

 


close დახურვა