logo
ENG



ნონა გაფრინდაშვილი კვლავ მსოფლიო ჩემპიონია

23 ნოე 201920:50
3 წუთის საკითხავი
 
lzqw5t2dm6pfrkt.jpg

რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტში ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი ამჯერადაც მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 

გაფრინდაშვილმა 65 წელს ზემოთ ქალ მოჭადრაკეთა შორის ბრწყინვალედ იასპარეზა, 8.5 ქულა დააგროვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა.

ამ გამარჯვებით ქართველმა მოჭადრაკემ ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დღეს მეშვიდედ  მოიპოვა.

ნონა გაფრინდაშვილი ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია და იყო პირველი, რომელსაც (1982 წელს) „საჭადრაკო ოსკარი“ გადაეცა.


close დახურვა