logo
ENG



ნონა მამულაშვილი: ჩემს ძმას არაფერი აკავშირებს ენმ-სთან, მტრის წინააღმდეგ 14 წლიდან იბრძვის

08 დეკ 202200:20
3 წუთის საკითხავი
clock 683
2022/12/08/iohr1awadwf039g.jpg

მინდა გამოვეხმაურო ზნედაცემული ე.წ. პრემიერმინისტრის განცხადებას. მას შემდეგ, რაც დაღუპულ ქართველ მებრძოლებს "საცოდავები" უწოდა და ოპოზიციასთან დააკავშირა, დღეს უკვე ჩემი ძმა, ქართული ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილი, ჩემი გავლით, დააკავშირა ნაციონალურ მოძრაობას. ყველა ნორმალური ადამიანისთვის, ყოველგვარი ახსნა-განმარტება ზედმეტია, თუმცა, მაინც მინდა ვთქვა, რომ ქართული ლეგიონი არის უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ქვეშ მოქმედი საბრძოლო ერთეული, რომელიც 2014 წლიდან იბრძვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინაში.

მანამდე, საქართველოს იცავდნენ ყველა რუსული შემოტევის დროს. ხაზგასმით ვამბობ, ჩემს ძმას არაფერი აკავშირებს არც ნაციონალურ მოძრაობასთან და არც სხვა რომელიმე პარტიასთან, ის არის პატრიოტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტრის წინააღმდეგ 14 წლიდან იბრძვის. რაც შეეხება ღარიბაშვილს, ის ამ ქვეყნის, მისი ხალხის და მისი ისტორიის სირცხვილია, რის კომპენსირებასაც სწორედ ჩემი ძმა და მისი მსგავსი ათასობით ღირსეული ქართველი ახერხებს უკრაინაში.


close დახურვა