logo
ENG



ნონიაშვილი: 3 წელია ხელისუფლებას არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯი ბებუას გასათავისუფლებლად

23 ოქტ 202312:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/23/1r457k57y9h8oc9.png

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი ოკუპანტების ტყვეობაში მყოფ ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლებას არც მის და არც სხვის შემთხვევაში, ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

"3 წელია, რაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ ტყვეობაში იმყოფება. დღეის მდგომარეობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რაზეც მისი ახლობლები და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები მიუთითებენ. 3 წლის მანძილზე საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს არცერთი ქმედითი ნაბიჯი ირაკლი ბებუას გასათავისუფლებლად. ივანიშვილის რეჟიმი არც ამ და არც სხვა შემთხვევებში არ რეაგირებს", - აცხადებს ის.

ნონიაშვილი საუბრობს ნაბიჯებზე, რაც ხელისუფლებამ უნდა გადადგას - მისი თქმით, ეს არ იძლევა გარანტიას, რომ ამოცანა მიღწეული იქნება, მაგრამ "დღევანდელი რეჟიმის უმოქმედობა" ნამდვილად არის ამ მიმართულებით მდგომარეობის გაუარესების გარანტია.

"რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ?

  • ტყვეთა გაცვლა: ივანიშვილის რეჟიმმა მიზანმიმართულად დააკარგვინა ქვეყანას ეს ბერკეტი;
  • რუსეთის როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში ეფექტური კონტროლის მქონე სუბიექტის რეალური საერთაშორისო წნეხის ქვეშ მოქცევა: საქართველოს ხელისუფლების მიერ ყველა ტიპის საერთაშორისო ფორმატის, საერთასორისო ტრიბუნის და მსოფლიო მედიის პერმანენტული გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ'
  • აღნიშნული საკითხის წამოწევა ისეთ საერთაშორისო აქტორებთან, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა რუსეთის პუტინისტურ რეჟიმზე ზემოქმედება მოახდინონ;
  • საქართველოს მოქალაქე სინდისის პატიმრების განთავისუფლებამდე მარიონეტული რეჟიმის მოხელეებისთვის და მათთან დაკავშირებული პირებისთვის საქართველოს ჯანდაცვის სერვისების სრული შეზღუდვა.", - განაცხადა მან.

საქართველოს მოქალაქე, ირაკლი ბებუა გალში, კულტურის სახლის წინ აფხაზური დროშის დაწვისთვის 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს. მან ასე 27 სექტემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის დაცემის დღის ზეიმით აღნიშვნა გააპროტესტა. მის სახლში ჩხრეკის დროს დე ფაქტო მილიციამ ხელყუმბარა ამოიღო, რომელსაც ის თითქოსდა საკუთარ საწოლში, ბალიშის ქვეშ ინახავდა. 

ვიდეოში, რომელშიც ირაკლი ბებუა სავარაუდოდ დე ფაქტო ხელისუფლების "სამართალდამცავ ორგანოებთან" დაკითხვაზე იმყოფებოდა, დროშის დაწვას ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მას აფხაზებთან საწინააღმდეგო არაფერი აქვს და პირიქით, ის ამ ორი ხალხის მეგობრული ურთიერთობის მომხრეა და დროშაც სწორედ მათი დაყოფის მიმართ პროტესტის ნიშნად, სიმბოლურად, დაწვა. 

ბებუას უკანონო ბრალი 3 მუხლით წარუდგინეს: სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის, სხვისი ქონების განზრახ განადგურებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენისთვის.

საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.


close დახურვა