logo
ENG



ნორვეგია არაღიარებულ ცხინვალს გაფრინდაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

22 დეკ 201911:04
3 წუთის საკითხავი
 
48mkq0t90ytwu2o.jpg

ნორვეგია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რეჟიმს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებიკენ მოუწოდებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყება სრულიად უჭერს მხარს ევროკავშირის მოთხოვნას უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმის გათავისუფლების შესახებ.  

აშშ-ის საელჩოს შემდეგ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს ამერიკის მისია ეუთოში. გარდა ამისა, მისიის ოფიციალურ  ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ აშშ  მოითხოვს გადასასვლელი პუნქტების გახსნასა და  მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება. 


close დახურვა