logo
ENG



ნორვეგია უკრაინის თავდაცვითი სისტემისთვის 268 მილიონ ევროს გამოყოფს

08 ივლ 202615:02
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/08/2ftczz4o78vsxot.png

ნორვეგია უკრაინას დამატებით 268 მილიონ ევროს გამოყოფს „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტებისთვის. ოსლო რაკეტებს პირდაპირ აშშ-სგან, Prioritised Ukraine Requirements List-ის (PURL) ფარგლებში შეისყიდის, რაც მიწოდების დაჩქარებას შეუწყობს ხელს. ნორვეგია დანიასთან, გერმანიასთან და კანადასთან ერთად იმოქმედებს.

PURL არის სისტემა, რომელიც 2025 წელს ამოქმედდა, რომ უკრაინას აშშ-ში წარმოებული იარაღი დაჩქარებული წესით გადაეცეს. ამ პროგრამის მეშვეობით, უკრაინა წარადგენს პრიორიტეტული აღჭურვილობის მოთხოვნებს, რომლებსაც ნატო ამტკიცებს და რაც შემდეგ აშშ-ს საშუალებას აძლევს, სწრაფად აწარმოოს და მიაწოდოს საჭირო რესურსები უკრაინას.

ოსლო ასევე გეგმავს „პატრიოტის“ რაკეტები შეიძინოს იმ ქვეყნებისგან, რომლებიც უკვე იყენებენ ამ სისტემას, რათა დააჩქაროს უკრაინისთვის მათი მიწოდება.

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელინსკის სამშაბათს, 7 ივლისს, ანკარაში ნატოს სამიტზე ესაუბრა.

„უკრაინის ბრძოლა საკუთარი თავის დასაცავად არის ჩვენი ბრძოლაც. უკრაინა ყოველდღიურად ებრძვის რუსეთის თავდასხმებს. რუსეთი აგრძელებს საჰაერო დარტყმებს მშვიდობიანი მოსახლეობის, უკრაინის ქალაქებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. უკრაინა ახერხებს დრონებისა და რაკეტების უმეტესობის მოგერიებას, მაგრამ ესაჭიროება დაცვის გაძლიერება ბალისტიკური რაკეტებისგან. ეს უკრაინისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საკითხია” - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ.

განცხადება გაჟღერდა რამდენიმე დღის შემდეგ, რაც 6-7 ივლისს რუსეთმა განახორციელა მასობრივი საჰაერო თავდასხმა კიევსა და მის შემოგარენზე, რამაც სულ მცირე 28 ადამიანის სიცოცხლე იმსვერპლა.


close დახურვა