logo
ENG



ნორვეგიამ ვაგნერის ყოფილ მებრძოლს თავშესაფარზე უარი უთხრა

07 თებ 202411:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/07/5ki225i99xphmiv.jpeg

ნორვეგიის საიმიგრაციო ხელისუფლებამ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ყოფილ მებრძოლს, ანდრეი მედვედევს თავშესაფარზე უარი უთხრა. ამასთან, მედვედევს ქვეყანაში დარჩენის უფლება მისცეს.

ადვოკატ ბრინიულფ რისნესის თქმით, ნორვეგიულმა უწყებამ უარი იმით განმარტა, რომ მედვედევი არ იყო რუსული არმიის რეგულარული ქვედანაყოფების წევრი, რომელიც არ შეიძლება რეგულარულ საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის დაისაჯოს. დაცვის მხარე დაჟინებით ამტკიცებს, რომ უკრაინაში ვაგნერი ქვედანაყოფები "რუსეთის შეიარაღებული ძალების განუყოფელი ნაწილია" და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიის ხელისუფლებამ შესაძლებლად არ მიიჩნია მედვედევისთვის თავშესაფრის მიცემა, ყოფილ დაქირავებულ მებრძოლს ქვეყანაში დარჩენა შეეძლება. ადვოკატის თქმით, არსებობს რისკი, რომ რუსეთში დეპორტაციის შემთხვევაში, მედვედევი "დაისჯება დეზერტირობისთვის და ვაგნერის ხალხი მოკლავს".

ანდრეი მედვედევი ამბობს, რომ ვაგნერის ქვედანაყოფის ყოფილი მეთაურია. გასული წლის თებერვალში მედვედევი ოსლოში ნასვამ მდგომარეობაში ჩხუბისა და პოლიციელებზე თავდასხმისთვის დააკავეს. ჩხუბისთვის მას 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, ხოლო პოლიციელზე თავდასხმის ნაწილში გაამართლეს.

მაისში მედვედევმა ვიდეო ჩაწერა და თქვა, რომ რუსეთში დაბრუნება სურდა. სექტემბერში ის ნორვეგია-რუსეთის საზღვრის უკანონო კვეთისთვის დააკავეს.


close დახურვა