logo
ENG



ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა

25 აგვ 202514:13
3 წუთის საკითხავი
 
2025/08/25/begd5z6q6otttmr.png

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე უკრაინას ეწვია, - ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიგამ გაავრცელა.

მისი თქმით, სტიორე 25 აგვისტოს, ორშაბათს, კიევში მატარებლით ჩამოვიდა, სადაც მას სიბიგა და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი შეხვედნენ.

ნორვეგია ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა. პრემიერ-მინისტრის ვიზიტი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის ჩვენი ხალხის სოლიდარობისა და მხარდაჭერის ძლიერი ნიშანია“, - წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.


close დახურვა