logo
ENG



ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი პოლიციის მხრიდან სასტიკი ძალის გამოყენებას გმობს

06 დეკ 202401:03
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/06/e8tx111hwnoi53l.jpg

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესპენ ბართ ეიდე დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ სასტიკი ძალის გამოყენებას გმობს. ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

"ის სცენები, რომლებსაც საქართველოს ქუჩებში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვიხილეთ, შეუთავსებელია ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან და ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებზეც საქართველომ აიღო ვალდებულება. ბოლო ცნობები ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების დაკავების, ოპოზიციურ პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისებში, კერძო სახლებში რეიდების შესახებ ღრმა შეშფოთებას იწვევს.

წლების განმავლობაში ნორვეგია და საქართველო კონსტრუქციულ პარტნიორობას ავითარებენ. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებას დემოკრატიული რეფორმებისკენ და მის გზას ევროპული მომავლისკენ, ქართველი ხალხის მისწრაფებების შესაბამისად. რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, არის განვითარება, რომელიც განვითარება, რომელიც მიდის სრულიად განსხვავებული მიმართულებით, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ქვეყანას უფრო აშორებს ევროპას", - ვკითხულობთ ეიდეს განცხადებაში.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს დაკავებულები, ხოლო სასტიკი და სისტემატური ძალადობის შემთხვევები გამოიძიოს.


close დახურვა