ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოჯიხევში გამთენიისას საცხოვრებელ სახლში ასაკოვანი ქალი დააყაჩაღეს და ცემეს. ის სახლში მარტო ცხოვრობს.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
