საპატრიარქო პრეზიდენტის მიერ დეკანოზ გიორგი მამალაზესთან დაკავშირებით მირებულ გადაწყვეტილებას საგანგებო ბრიფინგით ეხმაურება, რომელზეც იმ წერილსაც ასაჯაროებს, სადაც სინოდი პრეზიდენტს მამაოს სეწყალებას სთხოვს. საპატრიარქოს სპიკერის, მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ის არ არის ვალდებული პრეზიდენტის გადაწყვეტილების კომენტირება გააკეთოს, თუმცა მედიას გააცნობს სინოდის წეილის შინაარსს.
„31 ოქტომბრის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს ღვდელმსახურება, გაეწიოს შუამსგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შუამდგომლობის შესახებ, მისი ოჯახის მდგომარეობისა და არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით“,-აღნიშნულია ზურაბიშვილის ადმინისტრაციისადმი გაგზავნილ წერილში.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, რატომ ახსენა პრეზიდენტმა პატრიატქზე თავდასხმა, როდესაც ბრალში მსგავსი ჩანაწერი არ ფიგურირებს, მამა ანდრია ჯაღმაოიძემ ზურაბიშვილის განცხადების სეფასებისგან თავი შეიკავა და მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.
"ნუ მომთხოვთ, პრეზიდენტის პოზიციების შეფასებას, მე აქ მხოლოდ საპატრიარქოს პოზიციას ვაფიქსირებ",-განაცხადა მამა ანდრიამ.
საპატრიარქოს პრეს-სპიკერმა სტატისტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ მიერ შეწყალების თხოვნით მიმართვის უმეტესობაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან უარყოფითი პასუხი მოდის, შესაბამისად საპატრიარქო ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენდა და ვერც მისი პროგნოზირება მოხდებოდა.
"ჩვენ რამდენიმე წელია შუამდგომლობას ვუწევთ სხვადასხვა შემთხვევაში დაპატიმრებულ ადამიანებს. ყოველი ასიდან 95 უარია მოსული. ჩვენ არ მიგვიმართავს სხვა ზომებისათვის და განსჯისათვის, თუ რატომ ეთქვა იმ 95-ს უარი. ჩვენთვის ვარაუდი, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, არის ძალიან რთული. 7 ნომბერს გააკეთა სახალხო დამცველმა განცხადება, ნინო ლომჯარია შეწყალების ახალი წესის შემუშავებამდე გიორგი მამალაძის შეწყალებას არ ეთანხმება. მისი აზრით, გამონაკლისის სახით, ვინმეს პრივილეგია არ უნდა მიენიჭოს, მიუხედავად იმისა, რომ წმინდა სინოდმა მიიღო შუამდგომლობის გადაწყვეტილება. პროცესები ძალიან რთულია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ვერ იქნება გავლენის მომხდენი, ამაზე საუბრობს სტატისტიკაც.
"რამდენჯერაც დავიწყეთ საპატრიარქოში ამაზე საუბარი, იმდენჯერ სწორედ დეკანოზის გარემოცვიდან იწყებოდა ხელის შემშლელი პროცესები. პირდაპირ ამბობდნენ, რომ თუ საპატრიარქო შეიწყალებს, ეს მოხდება მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ საპატრიარქო წავა კომპრომისზე, რათა მამალაძემ არ გათქვას რაღაც კომპრომატები. ბუნებრივია, რომ ეს პროცესი ფერხდებოდა ამით, მათ შორის სასულიერო პირებიც აკეთებდნენ ასეთ განცხადებებს, შესაძლოა პრეზიდენტსაც ეს ჰქონდა მხედველობაში",-აღნიშნა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გიორგი მამალაძე საშობაოდ არ შეიწყალა. დეკანოზი გიორგი მამალაძე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობის ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ჩხრეკისას დეკანოზს მომწამვლელი ნივთიერება, ნატრიუმის ციანიდი აღმოაჩნდა. გიორგი მამალაძის შეწყალების რეკომენდაციით სინოდმა პრეზიდენტს 8 ნოემბერს მიმართა. ბრალდებულის ოჯახსა და ადვოკატს, მოლოდინი ჰქონდა, რომ სალომე ზურაბიშვილი მამალაძეს 23 ნოემბერს, გიორგობას შეიწყალებდა, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა გიორგობისთვის შეწყალების აქტი არ გამოსცა.